25 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყოფილი პრემიერი ადვოკატმა მოინახულა

ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა მოინახულა. ის საპატიმროში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად მივიდა.

ადვოკატმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. სტეფანე თუმანიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მედიკამენტოზური მკურნალობისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ციხეში მომდევნო დღეებში ექიმების ვიზიტს კიდევ ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გუშინ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. შემოწმების შემდეგ კი მერაბიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები