19 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ 18:00 საათზე დაილუქება - საგანგებო სიტუაციების სამსახური 

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდი“, იგივე "ლეოგრანდი" ხვალ საღამოს დაიხურება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ცოტა ხის წინ განმარტეს, რომ სასტუმრო „ველმონდს“ ხვალ, საღამოს 18:00 საათისთვის დალუქავენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, სასტუმროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება. 

შალვა ხუციშვილის თქმით, "ველმონდში" მყოფ დამსვენებლებს სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილებენ. 

„აქ ყველაზე კრიტიკული, ამ რეკომენდაციებიდან არის კვამლის გამწოვ სისტემა. რომლის არასწორი მუშაობის და გაუმართაობის გამო, დაიღუპა 11 ადამიანი დეკემბრის თვეში. სწორედ, ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა გაკეთდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია და სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს. ჩვენ ეს მუშაობა  უკვე დავიწყეთ, არ იფიქროთ, რომ ხვალ მივდივართ და უნდა დავლუქოთ. საუბარია იმაზე, რომ ახლა უკვე მიდის სასტუმროს ადმინისტრაციის ჩართულობით, აჭარის მთავრობის ჩართულობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობით,  ეს არის ოთხმხრივი სამუშაო პროცესი და მუშაობა იმაზე, რომ ეს ადამიანები უმტკივნეულოდ, ნაწილი დღეს, ნაწილი ხვალ, სხვა სასტუმროებში იქნეს გადაყვანილი,“  - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

სასტუმრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად მუშაობას განაგრძობს. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მენეჯმენტი 300-ზე მეტ დამსვენებელს ემსახურება.

დღის ამბები