24 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
სახელმწიფო შენობა უნდა დარჩეს სახელმწიფო დანიშნულების, მაგრამ ვთვლი, რომ ახალი პრეზიდენტისთვის ორბელიანების სასახლე არის სრულიად შესატყვისი - ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენციამ ფუნქცია არ უნდა დაკარგოს და ის სახელმწიფო შენობა სახელმწიფო დანიშნულების უნდა იყოს. 

მისი განმარტებით, პრეზიდენტის სამუშაო ადგილი შესაძლოა სხვა ადგილას იყოს, ხოლო არსებული რეზიდენცია უნდა იქცეს პროტოკოლის სასახლედ და გამოიყენებოდეს  უცხოელი დელეგაციების მისაღებად. 

სალომე ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტისთვის ორბელიანების სასახლე შესაბამისი იქნება.

„რადგან აშენებულია, როგორც პრეზიდენტის სასახლე და სხვათა შორის, იქ უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, რომელიც თვით ამერიკელების თხოვნით უნდა მოხმარებულიყო ქვეყნის აღდგენისთვის და დევნილებისთვის, ვთქვი, რომ რადგან ასე იყო აშენებული, როგორც სახელმწიფოს სიმბოლო, უნდა დარჩენილიყო სახელმწიფოს სიმბოლოდ. ახლაც ვამბობ, რომ არ შეიძლება შეიცვალოს. პრეზიდენტი შეიძლება სხვაგან იყოს, მაგრამ იქ უნდა იყოს ან პროტოკოლის სასახლე უცხოელი დელეგაციების მისაღებად, ან პარლამენტის თავმჯდომარის, ან პრემიერის. მე ვეწინააღმდეგებოდი მაშინაც და დღესაც იმ აზრებს, რომელიც მაშინ იყო გაჟღერებული, რომ შეიძლება საპრეზიდენტო სასახლე გახდეს მუზეუმი. ამაზე იყო რეაქციები, მათ შორის ბატონი ბუღაძესი, კიდევ სხვა რამე, საცეკვაო, ახალგაზრდების და რაღაცები. სახელმწიფო შენობა უნდა დარჩეს სახელმწიფო დანიშნულების, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ ახალი პრეზიდენტისთვის ორბელიანების სასახლე არის სრულიად შესატყვისი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დღის ამბები