19 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
დიდი რაოდენობით თხილის ქურდობა - დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა

დიდი რაოდენობით თხილის ქურდობის ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უკვე წელიწადზე მეტია, დიდი ოდენობით მოპარული თხილის საქმეს განიხილავენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2 წლის წინ ფოთის საბაჟო ტერმინალიდან 48 ტონა პროდუქტი მოიპარეს.

გამოძიებით, პირებმა რომლებსაც თხილი საექსპორტოდ გადაჰქონდათ, სატვირთო კონტეინერი უკანონოდ გახსნეს და დაცალეს, თხილი კი სამეგრელოში სხვადასხვა ქარხანაში მიიტანეს და ჩააბარეს.

დღის ამბები