25 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
პირველი პრეზიდენტის მკვლელობა - ზვიად გამსახურდიას ოჯახი პროკურატურის წინააღმდეგ 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახი, საქართველოს მთავარ პროკურატურას კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ისინი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის მასალებს მოითხოვენ და ძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ.

მთავარმა პროკურატურამ 3 წლის წინ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე გადააკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მუხლით შეცვალა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია დაზარალებულის უფლება მონაცვლედაც სცნეს, მაგრამ მას 16 ტომიანი საქმის მხოლოდ პროკურატურის შენობაში გაცნობა შეუძლია და არა საქმის გამოტანა. ამ მიზეზით, ოჯახმა ამ დრომდე ვერ შეიტანა სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რომ პრეზიდენტის დარღვეული უფლებები იქ აღადგინონ.

პირველი პრეზიდენტის ოჯახი და ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს ის პირები, ვინც შესაძლოა, ბურუსით მოცულ მკვლელობის საქმეზე ფაქტებით ლაპარაკი შეუძლიათ.

პირველი პრეზიდენტის ოჯახმა 2 თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა გაასაჩივრა, რომელიც დაზარალებულს საქმის მასალების სრულფასოვან გაცნობას უზღუდავს.

ადვოკატსა და ოჯახს საგამოძიებო უწყებიდან წერილობით უპასუხეს. განცხადების მიხედვით, გამოძიება დაზარალებულის უფლება მონაცვლეს ყველა საშუალებას სთავაზობს საქმეს გაეცნონ, თუმცა, ისინი ამას არ აკეთებენ. ადვოკატი 16-ტომიანი საქმის გასაცნობად, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პროკურატურაში მხოლოდ სამჯერ მივიდა.

საგამოძიებო უწყებაში არაფერს ამბობენ, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე. ამ დრომდე უცნობი რჩება, 2015 წელს რა მოტივით შეცვალა პროკურატურამ სიტყვა გარდაცვალება მკვლელობით.

დღის ამბები