18 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა გრძელდება - პრეზიდენტის მრჩევლები მესამე სექტორის და ენმ-ის წევრებს შეხვდნენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევი კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში დღესაც გაგრძელდა.

რიგით მეექვსე შეხვედრა დღის ბოლოს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან გაიმართა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებსა და მოდელზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები გრძელდება საუკეთესო კანდიდატის შესარჩევად.

მესამე სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატს ენმ სრულ ნდობას გამოუცხადებს. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის დროს გაწელოს და ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას დაელოდოს.

„თუმცა, ვიცით, რა „ქართული ოცნების“ ხრიკები, არ არის გამორიცხული, რომ მათ გაწელონ დრო, დაელოდონ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას და შემოგვთავაზონ კომპრომეტირებული იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული რომელიმე მორჩილი კანდიდატი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მანამდე ადმინისტრაციაში კონსულტაცია "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებმა გამართეს.

დღის ამბები