19 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფის გაძვირება კერძო მომხმარებლებზე არ იმოქმედებს - ქობულია

კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის გაძვირებას ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება და მას პრობლემად არ მიიჩნევს. გიორგი ქობულიას თქმით, ტარიფი მცირედით გაიზრდა და ის მოქალაქეებზე სოციალურ მდგომარეობაზე არ აისახება.

მინისტრის შეფასებით, კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფის გაძვირება არც კერძო მომხმარებლებზე იმოქმედებს.

„კომერციული ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის გასაკვირია, თუმცა რატომღაც ფასი თბილისში უფრო დაბალია ვიდრე რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით აწია ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის. არანაირად არ აისახება ეს კერძო მომხმარებელზე. ზოგადად, ჩვენ კომერციულ სექტორს არ ვკარნახობთ რა ფასი უნდა დააწესონ. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები