25 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
აფეთქების განგაში სამგზავრო თვითმფრინავის ბორტებზე - სამგზავრო ლაინერები ავარიულად დაეშვნენ

აფეთქების განგაში სამგზავრო თვითმფრინავის ბორტებზე - LATAM Airlines-ის და Sky Airlines-ის კუთვნილი ლაინერები ძალოვანებმა პერუში ავარიულად დასვეს.

სამართალდამცველებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამოქალაქო ავიაციის სამსახურს ანონიმური შეტყობინება გაეგზავნა.

წყარომ უწყებას აცნობა, რომ სამ სხვადასხვა სამგზავრო ლაინერზე ბომბებია დამონტაჟებული. ერთ-ერთი თვითმფრინავი LATAM Airlines-ს ეკუთვნის, დანარჩენი ორი კი Sky Airlines-ის კუთვნილი ბორტებია.

ძალოვანების ცნობით, ავარიული დაშვებების შედეგად არავინ დაშავებულა, განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. თუმცა, შემოწმების შედეგად არცერთ ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა.

გამოძიების ვერსიით, საქმე თაღლითობას ეხება. ძალოვანები შეტყობინების ავტორებს ეძებენ.

დღის ამბები