23 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
სასტუმრო „ველმონდი,“ იგივე "ლეოგრანდი" დალუქულია

სასტუმრო „ველმონდი,“ ყოფილი „ლეოგრანდი“ ამ დროისთვის უკვე დალუქულია. სასტუმროდან დღეს 300 სტუმარი გაასახლეს, რადგან აღმოჩნდა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, „ველმონდის“ ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა უსაფრთხოების მხრივ არსებული დარღვევების გამოსწორება. სტუმრებმა "კურიერთან" კომენტარები გააკეთეს. 

„გვაცნობეს რომ სასტუმრო დაიკეტება. მთელი ფული აღებული აქვთ უკვე. ახლა კი არ უნდათ, რომ სხვა სასტუმრო დაგვჯავშნონ ან ფული დაგვიბრუნონ. ეს არის მთავარი პრობლემა. თან არავინ გამოსულა ადმინისტრაციიდან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არავინ გვინახავს. მხოლოდ ადმინისტრატორი დაგველაპარაკა და გვითხრა მოიცადეთო. ვიცდით გუშინდელი დღიდან,“- აცხადებს ტურისტი.

შარშან „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა ახალი გამკაცრებული რეგულაციები, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახანძრო და სხვა სახის უსაფრთხოებას შეეხება.

დღის ამბები