19 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციასთან გამართული აქციის ორგანიზატორები, საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა

ჭიდაობის ფედერაციასთან გამართული აქციის ორგანიზატორები საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ფედერაციის კიბეებზე გაკრული ანტიოკუპაციური შინაარსის სტიკერების მოძრობა მოსთხოვეს. პოლიცის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, პატრულმა მათ განუმარტა, რომ საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ძიება დაიწყება და საჭიროების შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორებს უახლოეს მომავალში გამოკითხვაზე დაიბარებენ, ასევე მათ მოუწევთ ფულადი ჯარიმის გადახდა. თანხის ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები