19 სექტემბერი 2018,   21:40
ვრცლად
გაზზე გადასახადი იზრდება - მეწარმეები პროდუქციის გაძვირებას პროგნოზირებენ

თბილისში ბუნებრივი აირის საფასური იზრდება. "ყაზ-ტრანს-გაზ თბილისის" გადაწყვეტილებით, ცვლილება კომერციულ საწარმოებს შეეხებათ. 1 კუბური მეტრი გაზისთვის საწარმოებს თბილისში 75-ის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.

მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ ტარიფის გაძვირება მათ პროდუქციისა და მომსახურების გაძვირებას აიძულებს და მომხმარებელიც შემცირდება.

საკვები ობიექტების მფლობელების ვარაუდს იზიარებენ ეკონომისტები, რომელთათვისაც გაზზე ტარიფის მომატება მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი მიიჩნევენ, რომ ფასის ზრდა განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს დააზარალებ.

სპეციალისტები ხელისუფლებას ფასების ზრდის დასაბალანსებლად ბიზნესისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ.

ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა პრობლემა არ არის ეკონომიკის მინისტრისთვის. გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ ზრდა მცირეა და ყოფით ცხოვრებაში მოქალაქეებზე არ აისახება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი გიორგი ქობულიას მწვავედ აკრიტიკებენ.

ავტორი: მარიამ კოპალეიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები