19 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
"შვილო, ზნეობრივ-მორალური შეცდომა დაუშვი" - გია ბუღაძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავს

„მამა-შვილურად მივმართავ მათ პრეზიდენტს, გეგეშიძეს, შენ, შვილო, უდიდესი შეცდომა დაუშვი, ზნეობრივ-მორალური შეცდომა დაუშვი,“- ასე მიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს მხატვარმა გია ბუღაძემ.

ის ქართველი მოჭიდავეების სკანდალურ ფოტოსესიას ეხმაურება, სადაც ისინი რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით არიან წარმოდგენილები, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯამბულატ თედეევია გამოსახული.

გია ბუღაძე მოჭიდავეების მიერ აღნიშნული ფოტოების გადაღებას აკრიტიკებს.

„საქართველო რამდენჯერ უსახელებიათ ამ ადამიანებს და უცებ რა ვხედავთ, დღეს დილით ვრთავ ეკრანს და ვხედავ რუსული დროშებით, თედეევის გამოსახულება. შეიძლება ეს ბიჭები, რომლებიც ჩემთვის პატრიოტიზმის სიმბოლოა, თან ქართველი, ჯანმრთელი, ვაჟკაცი ბიჭები, უცებ კოლაბორაციონიზმი თუ ღალატი, არც კი ვიცი, რომელი ერთი ვთქვა. ან ძალიან მწარედ მოატყუეს ბიჭები, ჩააცვეს, გააცუცურაკეს, ბიჭებს არ ეყოთ ელემენტარულად ინტელექტი. პრობლემაა განათლების და იდეოლოგიურად არმუშაობის, მერე ყველაფერი გამოჩნდა, სად არის პრობლემა.

"მამა-შვილურად მივმართავ მათ პრეზიდენტს, გეგეშიძეს, შენ, შვილო, უდიდესი შეცდომა დაუშვი, ზნეობრივ-მორალური შეცდომა დაუშვი. შენ, პირველ რიგში, კი არ უნდა დაამტკიცო, იყვირო და ხელები შალო, რომ მაგარი ბიჭი ხარ, არამედ ბოდიში უნდა მოუხადო ანწუხელიძის ოჯახს, შინდისის ბიჭების ოჯახებს და მათ სულებს, ქართველ ხალხს, თუნდაც იმის გამო, რომ თედეევს იცნობ და თურმე ძმაკაცი ხარ და ამართლებ ამას და უნდა წახვიდე თანამდებობიდან,“- განაცხადა გია ბუღაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები