21 ნოემბერი 2018,   14:58
ვრცლად
„როდესაც სპორტსმენი ოკუპანტი ქვეყნის მაისურს ასე ამაყად ჩაიცვამს, არასასიამოვნოა" - გიორგი ბარამიძე

„როდესაც ჩვენი საამაყო მოჭიდავე იქნება თუ ნებისმიერი სპორტსმენი სხვა ოკუპანტი ქვეყნის, ამ შემთხვევაში, მაისურს ასე ამაყად ჩაიცვამს, ბუნებრივია, ეს არასასიამოვნოა,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ მოჭიდავეების სკანდალურ ფოტოსესიასთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიციის წარმომადგენლები სპორტსმენების საქციელს "სამწუხაროს" უწოდებენ.

„დროშის აწევა გვიხარია, ჰიმნის დაკვრა გვიხარია, ეს ყველაფერი არის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტები, ეროვნული სიამაყის შემადგენელი ელემენტები და როდესაც ჩვენი საამაყო მოჭიდავე იქნება თუ ნებისმიერი სპორტსმენი სხვა ოკუპანტი ქვეყნის, ამ შემთხვევაში, მაისურს ასე ამაყად ჩაიცვამს, ბუნებრივია, ეს არასასიამოვნოა იმ 100 ათასობით და მილიონობით გულშემატკივრისთვის, რომელიც მათ დიდი სიხარულით და სიყვარულით გულშემატკივრობს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

ფოტო, რომლის გამოც გულშემატკივრები მოჭიდავეებს დაუპირისპირდნენ, 4 თვის წინ დაღესტანში ევროპის ჩემპიონატზეა გადაღებული. მასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელს რუსეთის დროშის ფერებიანი მაისური აცვიათ, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თედეევია გამოსახული.

დღის ამბები