19 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა. მოქმედი კურსი 2.5773 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.006 ლარი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ღირებულება 2.9344 ლარი გახდა, მოქმედი კურსი კი 2.9299 ლარს იყო. ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.

ახალი კურსი ძალაში დღეიდან შევიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები