25 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინი ქორწილში დაპატიჟა - ევროპარლამენტის წევრები მის გადადგომას ითხოვენ 

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის გამო სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ, რაც 53 წლის კრინ-კნაის-ლიმ საკუთარ ქორწილში რუსეთის პრეზიდენტი დაპატიჟა, მას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდეს.

განცხადება ევროპარლამენტში გაკეთდა. ევროპელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა ავსტრიის მაღალჩინოსნის ქორწილში ქვეყნის იმიჯს სერიოზულად ვნებს. ამ განცხადებას ავსტრიის საგარეო უწყებამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ქორწილი აპოლიტიკური ღონისძიებაა და პუტინის სტუმრობას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილი დღეს გაიმართება.

ავსტრიიდან ვლადიმერ პუტინი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ანგელა მერკელს შეხვდება. 

დღის ამბები