20 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დაკითხვაზე დაიბარეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი დაკითხვაზე დაიბარეს. იერუსალიმის პოლიციას ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეკითხვები ისრაელის "ტელეკომ"-ის საქმეზე აქვს. ამ საქმეზე ბენიემინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ.

საქმის მასალების თანახმად, ბენიამინ ნეთანაიაჰუმ  პიარის სანაცვლოდ უმსხვილეს ტელესაკომუნიკაციო კომპანიას შეღავათები მიანიჭა.

პოლიციას  ნეტანიაჰუს გარემოცვის ორი წევრი უკვე დაკავებული ჰყავს. ისრაელის პრემიერი აღნიშნულ საქმეზე უკვე მეთერთმეტედ დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს მისი პოლიციაში ბოლო დაბარება იყო, რადგან პოლიცია პროკურატურას ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის რეკომენდაციას აძლევს. პოლიციაში ფიქრობენ, რომ გამოძიებამ საკმარისი მასალები მოიპოვა იმის დასამტკიცებლად რომ ნეთანიაჰუმ დიდი ოდენობით ქრთამი აიღო.

დღის ამბები