17 აპრილი 2024,   01:38
ვრცლად
ხმაური ოზურგეთში - გურულები ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტურად მიიჩნევენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ხმაური იყო გუშინ ოზურგეთში - ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. შეხვედრაზე ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მსჯელობდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოფელ დვაბზუს მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრა ურთიერთდაპირისპირების და ბრალდებების ფონზე წარიმართა.

ადგილობრივი გლეხობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა და მისგან ქმედით ღონისძიებების გატარებას ითხოვდა.

გლეხები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებულმა შეწამვლამ ისინი შემოსავლის, არა მარტო თხილის, არამედ ხეხილის და ბოსტნის გარეშე დატოვა.

დღის ამბები