24 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
სროლა ფლორიდაში - დაშავებულია ორი ადამიანი

სროლის შედეგად ფლორიდაში, ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი პალმ-ბიჩის ერთ-ერთ სტადიონზე მოხდა, სადაც სასკოლო ტურნირის ფარგლებში საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა.

მრავლობითი გასროლის შემდეგ, თამაში შეწყდა. პოლიციამ სტადიონის ევაკუაცია მოახდინა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაშავებული სკოლაში აღმოაჩინეს, მეორე დაჭრილი კი საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხეს. საქმე სავარაუდოდ, მოზარდების დაპირისპირებას ეხება.

დღის ამბები