25 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება მოგვილოცა გაზის გაძვირებით - შალვა ნათელაშვილი

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ თბილისში ბუნებრივი აირის ფასის ზრდას აკრიტიკებს. საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გაზზე ტარიფის მატება სხვა პროდუქტების ფასზეც აისახება.

გაზზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილი სრულ პასუხისმგებლობას მმართველ პოლიტიკურ პარტიას აკისრებს.

შალვა ნათელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მისი სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.

კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება მოგვილოცა მოგვილოცა გაზის გაძვირებით, ის უკვე 80,5 თეთრია. შეტანილი გვაქვს სარჩელი გაზზე უკანონო გაძვირებების შესახებ და არ ეღირსა განხილვა მაშინ, როდესაც ამ სასამართლომ დაჩქარებული წესით დააკანონა ნარკოტიკების მოხმარება და სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა ჩვენს ახალგაზრდობას. არანაირი საზღვარი არ აქვს მაფიის თარეშს, მათ უკვე არ ეშინიათ ხალხის,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" გადაწყვეტილებით, ცვლილება კომერციულ საწარმოებს შეეხებათ. 1 კუბური მეტრი გაზისთვის საწარმოებს თბილისში 75-ის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.

დღის ამბები