13 ნოემბერი 2018,   07:41
ვრცლად
პაკისტანის პრემიერი მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

პაკისტანის ახლად არჩეული პრემიერი მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. დღეიდან ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს კრიკეტის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და პარტია "მოძრაობა სამართლიანობისთვის" ლიდერი უხელმძღვანელებს.

იმრან კხანი ამ თანამდებობაზე ახლად არჩეულმა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, დღეს დილით კი მან ქვეყნის პრეზიდენტთან ფიცი დადო და ამგვარად ქვეყნის ისტორიაში რიგით 22-ე პრემიერ-მინისტრი გახდა.

ინაუგურაციის ცერემონია ისლამაბადში პრეზიდენტის სასახლეში შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა იმრან კხანმა ინაუგურაციაზე მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები და კრიკეტის კომენტატორები მიიწვია.

ცერემონიის შემდეგ, იმრან კხანი საკუთარ კაბინეტში გაემგზავრა.

დღის ამბები