14 ნოემბერი 2018,   11:51
ვრცლად
ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა. ბელარუსის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები და რამდენიმე უწყების ხელმძღვანელი გაათავისუფლა და მათ ადგილას უკვე ახალი მინისტრები დანიშნა. ქვეყნის პრემიერის პოსტს სერგეი რუმასი დაიკავებს.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მოთმინების ფიალა გადაევსო.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთავრობაში ვერასდროს იმუშავებენ ადამიანები, ვისაც ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ.

სამთავრობო კრიზისი ბელარუსში 13 აგვისტოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი ერთ-ერთ რეგიონს სტუმრობდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ უკმაყოფილო დარჩა რეგიონის განვითარების პროგრამის რეალიზებით

დღის ამბები