24 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი გვიან ღამით დასრულდა.

დაკავებულს ასევე დაუმძიმდა წაყენებული ბრალიც. გამოძიება მას გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასაც ედავება.

დაკავებული 22 წლის ახალგაზრდა ინტერნეტით გაცნობილ გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროებით აშანტაჟებდა, რის შედეგადაც სოფელ ნატანების მკვიდრმა 16 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები