19 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის.

ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქიც ესწრება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოსწავლის წინაშე ფერი იცვალაა. 

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო მარხულთათვის დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.
 

 

 

დღის ამბები