20 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
წყალდიდობა კიევში - დატბორილია ქალაქის ქუჩები, წყლის დონემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა

კიევში გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია ქალაქის ქუჩები. ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა. წყლის ძლიერმა ნაკადმა ქუჩაზე გაჩერებული მანქანები გაიტაცა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა რამდენიმე მეტროსადგურში, სადაც წყალი შევარდა. დაიტბორა შენობების პირველი სართულები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ავტოფარეხები.

მეტეოროლოგების განცხადებით, გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქში რეკორდული ნალექი მოვიდა. სინოპტიკოსები უამინდობას დღესაც ელოდებიან. სპეციალისტები ძლიერ წვიმას, ქარს და სეტყვას პროგნოზირებენ.

დღის ამბები