23 სექტემბერი 2018,   17:16
ვრცლად
”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის მანგლისში აიყვანეს. დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა პარტიის ოფისიდან მოპარული კომპიუტერული ტექნიკა ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა.

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ოფისიდან წაღებული ტექნიკა უკვე ამოღებულია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები