17 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
ბახმარო უნდა ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად - მამუკა ბახტაძე

ფერისცვალებას ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ცხენოსნებმა მიიღეს. გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრიც.

დღესასწაულს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მთავრობის წევრებმა ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმასა და კურორტის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ გავაკეთეთ ბახმაროს განვითრების გენერალური გეგმა. უმოკლეს ვადებში ორ ძირითად პრობლემას გადავწყვეტთ, რაც ადგილზეა - ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების პრობლემა. ასევე გენერალური გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში ჩვენ გვქონდეს ოთხსეზონიანი კურორტი. განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა. ამასთან ერთად, ავიყვანთ ავსტრიელ ექსპერტებს, რომ მოხდეს განვითარების გეგმის ექსპერტიზა, რათა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ ეს კურორტი და ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროდან მიულოცეს გაერთიანებული ოპოზიციის, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატებმა.

დღის ამბები