25 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
ის ფაქტი, რომ პუტინთან შეხვედრისას მერკელს საქართველოს საკითხი არ დაუყენებია, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია - ექსპერტები

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტამდე 3 დღე რჩება. როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამოსვლამდე გერმანიის კანცლერმა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ისე გამართა, რომ საქართველოს საკითხი ამ შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა.

მხარეებმა თითქმის სამ საათიანი მოლაპარაკება, უკრაინის კრიზისა და ჩრდილოეთ ნაკადი ორის მშენებლობას დაუთმეს. ქართველი ანალიტიკოსების ნაწილის განცხადებით, მომხდარი საგანგაშო სიგნალია, რადგან საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ნაკლებად აინტერესებთ.

ექსპერტების თქმით, მაშინ როდესაც გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი უახლოეს დღეებში შედგება, ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, საქართველოს საკითხით  აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო. 

„საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, რომ საქართველოს ასე გააქტიურდეს. ეს არის შედეგი საქართველოს პოლიტიკის - ერთის მხრივ რუსეთის არ გაღიზიანება და მეორეს მხრივ ის, რომ საქართველო და მისი პრობლემები აღარ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი საქართველოსა და დასავლეთ შორის“-აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე.

დღის ამბები