20 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - „თავისუფალი საქართველო“ დღეს კანდიდატს წარადგენს 

პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს.  „თავისუფალი საქართველო“ საკუთარ კანდიდატს დღეს დაასახელებს. წარდგენა ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ, სკვერში შედგება.

პარტიის თავმჯდომარე საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას წინასწარ არ ასახელებს. კახა კუკავა მხოლოდ იმას აცხადებს, რომ კანდიდატს ყველა ის თვისება გააჩნია, რომელიც ამ თანამდებობის დასაკავებლად არის საჭიროა.

„ჩვენ არ გვინდა რომ ამ არჩევნებში ხალხს არჩევანი ჰქონდეს მარტო სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. რეალურად დღემდე ვინც არის დაყენებული ამ არჩევნებში, ყველა სააკაშვილის მინისტრები არიან. გვინდა რომ იყოს ამ არჩევნებში წარმოდგენილი კანდიდატი, რომელიც იყო სააკაშვილის ოპოზიციაშიც და ივანიშვილის ოპოზიციაშიც,“-განაცხადდა კახა კუკავამ.

დღის ამბები