25 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
ხანძარი საფრანგეთში - დაშავებულია 22-ზე მეტი ადამიანი

საფრანგეთში ძლიერი ხანძრის შედეგად 22 ადამიანზე მეტი დაშავდა. შემთხვევა პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 5 პოლიციელია. ისინი მოქალაქეების დასახმარებლად ცეცხლმოკიდებულ შენობაში სახანძრო ბრიგადის მოსვლამდე შევიდნენ. საავადმყოფოში გადაყვანილია ასევე რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი.

ექიმების შეფასებით რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები