19 აპრილი 2024,   23:05
ვრცლად
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

იტალიელმა მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილ მანქანაში 3 ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფები. 45 მეტრის სიმაღლის მორანდის ხიდის სექცია ძლიერი შტორმის დროს ჩამოინგრა.

ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის დადგენას სპეციალური კომისია ცდილობს.

დღის ამბები