23 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
ომის შედეგად გაყოფილი ოჯახების პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეაში ომის შედეგად გაყოფილი ოჯახების შეხვედრისთვის ყველაფერი მზადაა. 90 კაციანმა ჯგუფმა სამხრეთ კორეიდან უკვე გადაკვეთა საზღვარი და ფხენიანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

მათი უმეტესობა, კორეის ომის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს პირველად ნახავს.

მოხუცები საზღვართან ავტობუსებით მიიყვანეს, მათ თანმხლები პირებიც ახლავთ.

ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში ომის შედეგად გაყოფილი ოჯახების პირველი შეხვედრაა.

დღის ამბები