19 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
თბილისში აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები იმყოფებიან

თბილისში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი საქართველოში აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

4 დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ცესკოს თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან. ვიზიტი კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს. დელეგაცია ასევე სოფელ დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს და წეროვანის დევნილთა დასახლებასაც ესტუმრება.

„საუბარი გვექნება ქარტიის ფარგლებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის ,მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, დემოკრატიულ რეფორმებზე და ამ პროცესში აშშ-ს როლი არის დიდი.

დეტალურად გავაცნობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზაციის შესახებ ვისაუბრებთ“-ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა.

დღის ამბები