19 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
ანკარაში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა მოხდა

ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამთენიისას შენობას უცნობმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. ადგილობრივებმა 5 გასროლის ხმა გაიგონეს.

დაზიანებულია საელჩოს შესასვლელი, ჩამსხვრეულია ფანჯრები.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები