14 ნოემბერი 2018,   11:55
ვრცლად
„ქართული ოცნების“ შემომწირველი და მხარდამჭერი ზურაბ ნასარაია გურიის გუბერნატორი გახდა - ნასარაია ​"მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრია 

გურიის ახალი რწმუნებული ზურაბ ნასარაია გახდა. ნასარაია რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე იყო და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მას სავარაუდოდ სწორედ რკინიგზაში მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

ნასარაია „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველიცაა. 2013 წელს მას პარტიისთვის 6000 ლარი აქვს შეწირული. უფრო ადრე კი ნასარაია პარტია "საქართველოს მოქალაქეთა" კავშირის წევრი იყო.


პრემიერ-მინისტრის მიერ ახალი რწმუნებულების წარდგენამდე 1 საათით ადრე გურიის გუბერნატორმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დღის ამბები