26 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
მერაბ ჭანუყვაძე გადმოვა თბილისში - სუბარი გურიის ყოფილ გუბერნატორზე საუბრობს 

საქართველოს პრემიერმა 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა. როგორც უკვე ცნობილია, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა. სუბარმა ახალი გუბერნატორების შესახებ ისაუბრა.

„თითოეულ ამ გუბერნატორს აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება, როგორც საჯარო ისე კერძო სფეროში მუშაობის თითოეული მათგანი ძალიან კარგად იცნობს იმ რეგიონს, სადაც ისინი არიან მივლინებული და კარგად იციან ზოგადად საქართველოში არსებული მდგომარეობა. შეუძლიათ გუნდური მუშაობა რაც იქნება უმთავრესი“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება გურიის ყოფილ გუბერნატორს, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება ახალი რწმუნებულების წარდგენამდე ერთი საათით ადრე სოციალური ქსელით გაავრცელა, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მერაბ ჭანუყვაძე გუნდში რჩება და ის თბილისში გადაინაცვლებს.

მერაბ ჭანუყვაძემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა მაშინ თხოვნა იყო, რომ დარჩენილიყო გარკვეული პერიოდი, თუმცა გუშინ შედგა შეხვედრა მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ის რჩება ჩვენს გუნდში, ის გადმოვა თბილისში , უბრალოდ იქ ახალი ადამიანი წარუძღვება რეგიონს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები