20 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
მოქალაქეების 56 % თვითდასაქმებულია, 12 % კი უმუშევარი - სტატისტიკის ეროვნული ბიურო ახალ შედეგებს აქვეყნებს

შრომის უნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი კვლავ თვითდასაქმებულია. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მოქალაქეების 56 % თვითდასაქმებულია, 12 % კი უმუშევარი.

გოგიტა თოდრაძის თქმით, მაჩვენებელი, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 2%-ითაა შემცირებული.

მისივე განცხადებით, გაუმჯობესება სეზონურ სამუშაოებს უკავშირდება. დასაქმებულთა რიცხვი ყველაზე მაღალი მშენებლობებსა და სოფლის მეურნეობის დარგშია.

"უმუშევრობის დონემ 12.1% შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა კვარტალთან შედარებით 2%-ით შემცირებულია. ცვლილება განპირობებულია სეზონურობის ფაქტორით,"-განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ

დღის ამბები