20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
"კორუმპირებული და ღარიბი საქართველო სააკაშვილმა აყვავებულ ქვეყნად აქცია" - უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი

უკრაინული ტელეარხის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრეს. გადაცემის სტუმარმა და წამყვანებმა საქართველოში გატარებული რეფორმები განიხილეს.

უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყანა აღარ არის.

მისი შეფასებით, ელიტის წარმომადგენლები ამას არ აღიარებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილისგან ფულად დახმარებას იღებენ.

„სააკაშვილი ცუდია, ყველა ამბობს. ვნახე საქართველო სააკაშვილამდე, სააკაშვილის დროსაც, სააკაშვილის შემდეგაც და ვამბობ, რომ სააკაშვილი არაჩვეულებრივია. მან დაამყარა წესრიგი საქართველოში. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მე ვცხოვრობ ასეთი პრინციპით: ვხედავ საკუთარი თვალით, ველაპარაკები ხალხს და ვიცი, რასაც ვამბობ. ჩამორჩენილი, კორუმპირებული, არეული და ღარიბი საქართველო მან აყვავებულ ქვეყნად აქცია. ხვალ დილით მივფრინავ ბათუმში, ჩემი მეგობრის, ბუბა კიკაბიძის 80 წლის იუბილის აღსანიშნად. იქ ისევ ვნახავ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მსგავს რაღაცას. ააშენეს ახალი სასტუმროები. ბათუმში უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებია, ვიდრე კიევში, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ბიზნესს აწარმოებენ თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები. ყველას შეუძლია ბიზნესი აწარმოოს.

„არავინ არავის შეჭამს. მოვა ძლიერი ადამიანი, ერთ-ორს გაანადგურებს, ვინც მის შეჭმას შეეცდება. სააკაშვილის ჩასმაც სცადეს. თქვენ კითხულობთ რატომ? მე გპასუხობთ: ეს იყო კორუმპირებული ქვეყანა, სადაც ყველას ყველგან ნათესავი ჰყავდა. ვესწრებოდი ოფიციალურ მიღებას. ჩავედი თბილისში. შეკრებილი იყვნენ სახალხო არტისტები. ესწრებოდა კონსერვატორიის რექტორიც. შესანიშნავი ხალხი. შეასრულეს ნაწარმოებები, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. შემდეგ მე ვთქვი, რა ყოჩაღია სააკაშვილი. მათ კი მითხრეს, სრულებითაც არა. რომ ვკითხე, რითია უკეთესი ივანიშვილი, მიპასუხეს : ის პენსიაზე ფულს გვიმატებს. ყველა არტისტი მის დოტაციაზეა. სააკაშვილი კი არ უხდიდა. მან ასეთი ქვეყანა აუშენა და თურმე ცუდია. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელსაც გაზპრომში აქციები ჰქონდა, ფულს უხდის და თურმე ამიტომ კარგია,“- განაცხადა გორდონმა.

დღის ამბები