25 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
სტიქია კახეთში - მევენახეები სეტყვისგან განადგურებულ ყურძენს დილით კრეფენ 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძნის კრეფა ნაადრევად დაიწყო. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს დილიდან კრეფენ. 

სააქციო საზოგადოება "ახმეტის ღვინის ქარხანა" დღეიდან დასეტყვილი ყურძნის მიღებას იწყებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მუნიციპალიტეტი ძლიერმა სტიქიამ დააზარალა.

კომპანია პროდუქციას 50 თეთრად იმ მევენახეებისაგან ჩაიბარებს, რომლებიც სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობენ.

ქარხანას ჯამში 6 ათასი ტონის ტევადობის ყურძნის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიღებული პროდუქციით ადგილობრივი გასაღებისთვის კომპანია სპირტს დაამზადებს.

დღის ამბები