20 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
ხორვატიის სანაპიროსთან მაშველებმა საკრუიზო გემიდან გადმოვარდნილი ქალი გადაარჩინეს

ხორვატიის სანაპიროსთან მაშველებმა ბრიტანელი ქალი გადაარჩინეს, რომელიც საკრუიზო გემიდან გადმოვარდა.

46 წლის ქალმა ადრიატიკის ზღვაში 10 საათზე მეტი გაატარა. ინციდენტი სანაპიროდან 100 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ხორვატიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ქალი ქალაქ პულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის აცხადებს, რომ ძალიან იღბლიანია, რომ ცოცხალი გადარჩა. საკრუიზო გემი ხორვატიიდან ვენეციაში მიდიოდა.

დღის ამბები