16 დეკემბერი 2018,   04:15
ვრცლად
სოზარ სუბარმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლში ახალი გუბერნატორი წარადგინა. 

გიორგი ხოჯევანიშვილი სოზარ სუბარმა თანამშრომლებს გააცნო. წარდგენის ოფიციალური პროცედურა ამ წუთებშიც გრძელდება. 

შეხვედრას გუბერნიაში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულო თავმჯდომარე და გუბერნიის თანამშრომლები ესწრებიან.

სოზარ სუბარმა ხოჯევანიშვილის დახასიათებისას მის წარმომავლობასა და ოჯახზე გაამახვილა ყურადღება.

ამავე თემაზე
დღის ამბები