19 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
ანკარაში შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმას, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმიანება

ანკარაში შეერთებული შტატების საელჩოზე თავდსხმას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მომხდარი დაგმო.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სროლა დიპლომატიურ უწყებას ქვეყანაში ქაოსის შექმნის მიზნით განხორციელდა. თავდასხმა გამთენიისას მოხდა. უცნობებმა საელჩოს დაცვის სამსახურის შენობას მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. ტყვიები რკინის კარს და ფანჯარას მოხვდა და დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა. ჰაჯის დღესასწაულის გამო დიპლომატიური უწყება ერთი კვირით დახურულია.

დღის ამბები