17 ნოემბერი 2018,   20:12
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა - არასამთავრობოები პრეზიდენტს ხვდებიან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე მსჯელობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. 

დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ კონკრეტული კანდიდატები პირველად დასახელდებიან. 

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„მიზანი ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა, მინდა იყოს იქით მიმართული, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ შეხედულებას ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, ზნეობის, შემძლეობის, რომ განახორციელოს რეფორმა ამ ურთულეს სისტემაში. ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელია ის, რომ მე თავიდან ბოლომდე მინდა გამოვრიცხო, ერთ-ერთი პრობლემური შემადგენელი ქართული სასამართლოსი - პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყების წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. სამოქალაქო სექტორში ვარაუდობენ, რომ, კონკრეტულ გვარები, სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდება.

„ის გამოწვევები, რომელიც სასამართლო სისტემის შიგნითაც და გარეთაც არსებობს, ცხადია იმ პირთა წრე, ვისი მონაწილეობაც ამ პროცესში ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებს, ამცირებს,“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

არჩევანის გასაკეთებლად თვეზე ნაკლები დრო რჩება. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და უზენაესი სასამართლო ახალი თავმჯდომარის შერჩევა იუსტიციის საბჭოს მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები