23 აპრილი 2019,   17:06
ვრცლად
"ჩვენი კავშირი გერმანიასთან არის მყარი, მათი მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი“ - კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებებს, რომ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებიდან საქართველოს საკითხი ხელისუფლების უმოქმედობის გამო გაქრა.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მერკელი-პუტინის შეხვედრაზე მხოლოდ უკრაინის საკითხის განხილვა და საქართველოს ოკუპაციის გვერდის ავლა სწორედ ამაზე მეტყველებს. კობახიძე კი თვლის, რომ გერმანია საქართველოს მყარ პარტნიორად რჩება.

„გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა ანგელა მერკელი და ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების შემდეგ გაღრმავებაზე. ჩვენი კავშირი გერმანიასთან არის მყარი, მათი მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი“- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები