23 აპრილი 2019,   13:03
ვრცლად
საქართველოს ახალი კონსტიტუცია იბეჭდება - ქვეყნის მთავარი კანონის პრეზენტაცია 24 აგვისტოს იგეგმება

საქართველოს ახალი კონსტიტუცია უკვე იბეჭდება. მისი პრეზენტაცია ოფიციალურად 24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღესაა დაგეგმილი.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

მმართველი გუნდის წევრებმა დოკუმენტი კიდევ ერთხელ შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.  

„სამ თვეში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ მის მიერ მიღებულ დოკუმენტს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად აფასებს.

„ეს კარგი დოკუმენტია. ჩვენ დაპირისპირებებისა და პოლიტიკური ომების ქარცეცხლი გამოვიარეთ, საერთო ჯამში ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები