15 ოქტომბერი 2019,   06:45
ვრცლად
"ქვეყანა არის უპატრონოდ მიგდებული" - გრიგოლ ვაშაძე ოზურგეთის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მეორე დღეა, გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. გრიგოლ ვაშაძე ამჯერად ოზურგეთის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა.

მან ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალსა და ამის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალზე გაამახვილა ყურადღება.

„62 მილიონი არის დახარჯული. ამას არანაირი შედეგი არ მოუტანია, განადგურებულია თხილი, სიმინდი, ლობიო. ვისაც არ დაელაპარაკებით, ყველა ერთსა და იმავეს გიმეორებთ, "ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, არ ვიცით." ქვეყანა არის უპატრონოდ მიგდებული. ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ზუსტად ამიტომ მოვიგებთ ამ არჩევნებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები