16 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა - შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა

სოფელ ზემო ხვედულეთში, სადაც დღეს დილით 23 წლის ჯარისკაცი მოკლეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი აჩვენა.

ბრალდებული თემურ თედოზაშვილი, რომლის სანადირო თოფიდან გასროლილ ტყვიას  23 წლის ახალწვეული ემსხვერპლა, მომხდარზე არ საუბრობს.

სოფელში კი ამბობენ, რომ გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი არ მომხდარა და ახალგაზრდა ჯარისკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

მომხდარზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები