19 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი დააყენოს

ამ დრომდე უცნობია დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს. მმართველი გუნდი ფიქრს სექტემბრამდე აპირებს.

თუმცა  არაა გამორიცხული, რომ პარტიამ საკუთარი კანდიდატიც დააყენოს. ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო კანდიდატად კი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე სახელდება.  განიხილება თუ რა საპრეზიდენტო კანდიდატად აბაშიძე, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როდესაც იგი თბილისში დაბრუნდება.

 

დღის ამბები