ლეგენდარულ არეტა ფრანკლინს 31 აგვისტოს მშობლიურ დეტროიტში დაკრძალავენ. ცერემონია ვუდლონის სასაფლაოზე გაიმართება და მას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.
28 და 29 აგვისტოს კი სოულის დედოფლის ცხედარი აფროამერიკული ისტორიის მუზეუმში იქნება დასვენებული და მოქალაქეები ვარსკვლავთან გამომშვიდობებას შეძლებენ.
არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 18 გრემის მფლობელი პირველი ქალი მომღერალი იყო, რომლის სახელიც როკენროლის დიდების ხეივანში მოხვდა.