24 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში - "GWP"-ის ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა თბილისში - "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში ნოცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ის დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მშენებლობაზე მომუშავეები ამბობენ იმასაც, რომ ინჟინერმა თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარება ითხოვა. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, სადაც კერძო დასახლებაა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აპროტესტებს.

დღის ამბები