19 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
"ჯერი არის პრეზიდენტზე" - საპარლამენტო ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას ელოდება

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას ელოდება.

საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო სექტორთან გამართული უშედეგო კონსულტაციების მიუხედავად, მნიშვნელოვანია გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ნინო გვენეტაძის შემცვლელი კანონით დადგენილ ვადებში წარადგინოს.

„პრეზიდენტი თვლის, რომ ახლა არაორდინალური სიტუაციაა და ასეთი მოქმედებების დროა. როგორც დავინახეთ სამოქალაქო სექტორმა ეს შეთავაზება არ გაიზიარა. ჯერი არის პრეზიდენტზე, რომლის კონსტიტუციური პასუხისმგებლობაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა, ჩვენ  "ევროპული საქართველო", დაველოდებით მის შემდგომ ნაბიჯებს,“- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.

პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ “ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემის გაკონტროლებას შეეცდება და მხოლოდ მმართველი გუნდისთვის სასურველ კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამდებობაზე დაინიშნოს ადამიანი, რომელიც სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით, გარდა იმისა, რომ იყოს პროფესიონალი საკუთარი საქმის.

„ქართული ოცნება“ ცდილობს სრული კონსოლიდაცია მოახდინოს ქვეყანაში ხელისუფლების, მატ შორის უფრო ეფექტიანად გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები